საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

26 მარტი 2014

24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია სადაც ნათქვამია, რომ  ,, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დაკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).“

საქართველოს სამარცხვინო შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაგონად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განმარტავს, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას, 2013 წლის ივნისიდან,  შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შშს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოითხოვს, სამართალდამცავი სრუქტურები მეტი ყერადღებით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.


 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი